Friday, May 6, 2011

ინტერნეტ მაუწყებლობა

თანამედროვე მსოფლიოში ინტერნეტ მაუწყებლობა ძალიან პოპულარულია. იმასაც კი ამბობენ ინტერნეტმა ტელევიზიების რეიტინგი ძალიან შეამცირაო. მომხმარებელს აღარ სჭირდება  ელოდოს ამა თუ იმ გადაცემს, მას ნებისიმერ დროს და ადგილას შეუძლია ინტერნეტის საშუალებით უყუროს მისთვის საინტერესო პროგრამას. ამის მაგალითია, ქართული საიტი tvali.ge, რომლის მეშვეობითაც მაყურებელს შეუძლია უყუროს სასურველ გადაცემას სადაც უნდა, როცა უნდა და რამდენჯერაც უნდა, ინტერნეტ მაუწყებლობის დადებითი მხარეა ისიც, რომ მომხმარებელს შეუძლია დრო არ დაკარგოს რეკლამის ყურებაზე, მაშინ, როდესაც ტელევიზიაში ყველაზე დიდი დრო სწორედ რეკლამას უჭირავს და მომხმარებელს ხშიარდ ეზარება რეკლამის დიდიხანს ყურება და ამა თუ იმ გადაცემისა და პროგრამის ყურების სურვილსაც კარგავს. პირადად მე, ინტერნეტ მაუწყებლობას ძალიან ხშირად ვიყენებ, ხშირად ხდება ისე, რომ რომელიმე კონკრეტული გადაცემის ყურებას ვერ ვახერხებ და იმისათვის, რომ არ გამოვტოვო ჩემთვის საინტერესო პროგრამა ინტერნეტ მაუწყებლობას ვიყენებ. 






დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ინტერნეტ მაუწყებლობაა youtube.com, ეს არის საიტი, რომელსაც მსოფლიოში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იყენებს. youtube  არის ვიდეო ვებ-გვერდი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ და გაუზიარონ ერთმანეთს ვიდეოკლიპები. youtube-ის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ნახოს ნებისიმერი ვიდეო, მუსიკალური კლიპი, ფილმი თუ სხვადასხვა ვიდეომასალა. 





Google-ის კიდევ ერთი სერვისია livestream, ეს არის ახალი ინტერნეტ მაუწყებლობა, რომელიც კარგად ითვასებს ტელევიზიის ფუნქციებს. ამ სერვისის საშუალებით  ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პირდაპირ ეთერში გადაიღოს და ინტერნეტის საშულაებით გაავრცელოს მის გარშემო მიმდინარე მოვლენები, ასევე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პირდაპირ ეთერში უყუროს ნებისმიერ მოვლენას, მაგალითად ვერ მოახერხე ამა თუ იმ პრესკონფერენციაზე წასვლა და მას შეუძლია, რომ ნებისმიერი ადგილიდან უყურო კონფერენციას. 






ინტერნეტ მაუწყებლობა, როგორც უკვე აღვნიშნე საამაოდ არის განვითარებული და სავარაუდუოა, რომ მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.