Wednesday, February 16, 2011

ქართული შრიფტები

შრიფტი  _ ასო-ნიშანთა მოხაზულობის გრაფიკული გამოსახულება, რომელიც ერთიანი სტილისტური და კომპოზიციური სისტემის ნაწილს შეადგენს. შრიფტი ძირითადად შედგება ანბანის ასოების, ციფრებისა და პუნქტუაციური ნიშნებისგან. შრიფტი შეიძლება ასევე შეიცავდეს იდეოგრამებსა და სიმბოლოებს.
კლავიატურის დრაივერი შეიცავს ცხრილს რომელიც განსაზღვრავს თუ რომელ კლავიშზე რა სიმბოლოა განლაგებული ხოლო შრიფტი შეიცავს ცხრილს რომელიც განსაზღვრავს სიმბოლოს შესაბამის გამოსახულებას.


დღეისათვის ქართული შრიფტები შეგვიძლია პირობითად დავყოთ 3 ძირითად ტიპად - 1) არაალტერნატიული შრიფტები, 2) ალტერნატიული 8 ბიტიანი შრიფტები, 3) უნიკოდ შრიფტები;

არაალტერნატიული შრიფტში ქართული ასოები არის ინგლისური ასების მაგივრად და შესაბამისად ეს შრიფტი შეიცავს მხოლოდ ერთი ენის - ქართულის შესაბამის ასოებს და სიმბოლოებს. ამ შრიფტის დადებითი მხარე არის ის რომ მის გამოყენებას არ ჭირდება არანაერი ენობრივი მხარდაჭერა, იქ სადაც მუშაობს ინგლისური შრიფტი, იმუშავებს არაალტერნატიულიც, თუმცა ამ შრიფტს გააჩნია უარყოფითი მხარეებიც, კერძოდ, შეუძლებელია ამ შრიფტით ერთდორულად ლათინური და ქართული სიმბოლოების გამოყენება, ასევე შეუძლებელია ასეთ ტექსტში სრულყოფილი ძებნის და სორტირების გამოყენება, იმის გამო რომ ინგლისური დიდი და პატარა ასოები ძებნისას განიხილება როგორც იდენტური; არალტერნატიული შრიფტების მაგალითებია აკადნუსხური და სხვ. 

ალტერნატიულ შრიფტების უმეტესობა იყენებს კოდირებას GESCII რომელიც დამტკიცებულია სტანდარტიზაციის დეპარტამენტთან არსებული სტანდარტიზაციის კომიტეტში და ამ სტანდარტმა ტავის დროზე დადებითი როლი ითამაშა არაალტერნატიული შრიფტების ჩანაცვლებაში. ასეთი შრიფტების მაგალითებია geo_arial, geo_times და ა.შ.

უნიკოდ შრიფტებში ყველა ზემოთხსენებული პრობლემა არის აღმოფხვრილი, იგი რეკომენდირებულია ყველა იმ შემთხვევაში როდესაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია, დღეისათვის მაიკროსოფტის მიერ წარმოებული ყველა მასიური პროდუქტი უზრუნველყოფს უნიკოდ კოდირებით მუშაობას და უნიკოდ ფონტების გამოყენებას. უნიკოდის დღევანდელი ვერსია შეიცავს ქართულ ანბანს და ამიტომ ქართუილთან პრობლემები არ იქნება უნიკოდის გამოყენებისას. უნიკოდ შრიფტის მაგალითია Sylfaen .

თანამედროვე ბეჭდურ წიგნებსა და გამოცემებში ძირითადად მხედრულის საფუძველზე შექმნილი შრიფტებია გამოყენებული.ქართული დამწერლობის ასახვა კომპიუტერულ სისტემებში ქართული დამწერლობა კომპიუტერულ სისტემებში უნიფიცირებულიაუნიკოდი“- (Unicode) სტანდარტის მიხედვით, რომელშიც ასომთავრული, ნუსხური და მხედრული აღიარებულია დამოუკიდებელ ქართულ დამწერლობებად და სწორედ მათთვის და მხოლოდ მათთვის მისაკუთრებული ოთხნიშნა კოდები გააჩნიათ. დღეისათვის ყველაზე გავრცელებული ქართული კომპიუტერული შრიფტებია BPG, Sylfaen და სხვა. ტექსტი, რომელსაც ახლა თქვენ კითხულობთ, ერთ-ერთი ქართული კომპიუტერული შრიფტითაა შესრულებული.






Friday, February 11, 2011

Freeware და Shareware პროგრამები

Freeware – არის ისეთი პროგრამები, რომელთა გამოყენება მომხმარებელს შეუძლია უფასოდ ან მინიმალური საფასურის გადახდის მეშვეობით.
მაგალითად, Linux-ის ბაზაზე შექმნილი პროგრამების უმეტესობა უფასოა, რადგან Linux-ის მეტი წილი პროგრამები შექმნილია GNU Free Software Foundation პროექტის ჩარჩოში.
Linux-ის პრინციპია: მომხმარებელს უფასოდ მიეწოდოს რაც შეიძლება მეტი პროგრამას, რაც მომხმარებლებისათვის ძალიან კარგია. Linux-ის დადებითი მხარე ის არის, რომ მისი გამოყენება ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშეა შესაძლებელი.


რაც შეეხება Shareware პრორამებს, ეს არის პირობითად უფასო პროგრამული უზრუნველყოფა, ასეთი პროგრამები როგორც წესი ნაკლებ ფუნქციური ვერსიებია გასაყიდი პროგრამებისა.მათში ზოგი ფუნქცია გათიშულია ან ამპროგრამებს აქვთ ფუნქციონირების შესღუდვა დროში.  ამ პროგრამების ძირითადი პრინციპი არისსანამ იყიდიდეგასინჯე“ (Try-before-you-buy). ამ პრინციპს იყენებენ როგორც მცირე ასევე ისეთი დიდი კორპორაციები, როგორიცაა მაგალითად Microsoft.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფასიანი პროგრამების მოხმარებაც ყოველგვარი ღირებულების გარეშეა შესაძლებელი.

Wednesday, February 2, 2011

ოპერაციული სისტემები

ოპერაციული სისტემა სპეციალური კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც მართავს ურთიერთობას სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამულ პაკეტებს (software), ასევე კომპიუტერის სისტემის შემადგენელ მოწყობილობასა (hardware) და ამ სისტემის მომხარებელს შორის.
არსებობს 5 ოპრეაციული სისტემა, ესენია: Dos, Macintosh, Windows, Linux, Unixs. Macintosh – სისტემები ძირითადად განკუთვნილია საშინაო, საგანმნათლებლო და სახვითი ხელოვნების პროფესიული ბაზრებისთვის, , Linux – წარმოადგენს მრავალფუნქციურ მძლავრ უფასო ოპერაციულ სისტემას, Dos – სისკური ოპერაციული სისტემა, Windows – არის დღეისათვის შექმნილი ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა, შექმნილი კომპანია Microsoft–ის მიერ.გარდა ამისა, ინტერნეტ გიგანტმა – Google- წარმოადგინა კომპიუტერების ოპერაციული სისტემის საკუთარი ვერსია – Chrome OS.
სისტემა დაფუძნებულია ღია საწყის კოდზე, თავდაპირველად გამიზნული იქნება ძირითადად ინტერნეტში სამუშაოდ ორიენტირებულ, იაფფასიან ნოუთბუქებში გამოსაყენებლად.




პირადად მე ვიყენებ Windows და მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგი ოპერაციული სისტემაა. იგი ლიდერი ოპერაციული სისტემაა ქართულ ბაზარზე. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არალიცენზირებული Windows-ით სარგებლობა. ეს მხოლოდ მოსახლეობის ბრალი არ არის, რადგან თვით Microsoft-ის ქართული პარტნიორი კომპანია, რომელიც სისტემის გაქართულებას ახორციელებდა,   მომხმარებლებს არალიცენზირებულ ვერსიებს სთავაზობს.