Wednesday, March 30, 2011

Google-ის სერვისები

Google 1996 წელს დაარსდა ამერიკაში, დღესდღეობით იგი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საძიოებო სისტემაა. გარდა ინფორმაციის მოძიებისა, Google-ს უამრავი სხვა სერვისიცაა აქვს. პირადად მე ყველაზე ხშირად ვიყენებ Google Chrome -ს,Google Translate-ს,Google Gmail-ს, არის კიდევ ბევრი სერვისი, რაც არა ერთხელ გამომიყენებია, მაგრამ სისტემატიურად ზემოთ ხსენებულ სერვისებს ვიყენებ.  Google-ს ასევე აქვს შემდეგი ფუნქციები: Google Group, Google Analytics, Google Maps, Google Earth, Google Video, Google Docs და სხვ. 
Google Chrome - ეს არის ბროუზერი, რომელსაც მილიონობით ადამიანი იყენებს.


Google Translate - ეს პროგრამა ნებიმიერი ენიდან ახდენს თარგმანს, თუმცა აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ეს სერვისი საქართველოში არც ისე კარგადაა განვითარებული, რადგან სრულყოფილად ვერ თარგმნის, მაგალითად ინგლისური ენიდან ქართულზე. 


Google Docs - ეს არის საკმაოდ გამოსადეგი პროგრამა, რადგამ მას აქვს Microsoft office-ის ფუნქციები და მისი გამოყენება შესაძლებელია online რეჯიმში. 


Google Earth-ისა და Google map-ის მეშვეობით შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის მოზებნა და აქვს კიდევ უამრავი ფუნქცია. 



რაც შეეხება Google Analytics, როგორც წინა ბლოგში აღვნიშნე, არის უფასო სერვისი, რომელიც გვტავაზობს საიტის სრულ ანალიზს მომხმარებლის აქტიურობის შესახებ. 


Wednesday, March 23, 2011

Google Analytics

XXI საუკუნეში ინტერნეტის მოხმარებამ პიკს მიაღწია. არცერთი საქმიანობა აღარ ხორციელედება ინტერნეტის გარეშე. იქმნება უამრავი საიტები, მათ შორის, ინტერნეტ გაზეთები, ჟურნალები, ბლოგები და სხვ. როდესაც ინტერნეტზე და საიტებზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ნებისმიერი ვებ-გვერდის შემქმნელს აინტერსებს რამდენი მნახველი ჰყავდა საიტს, რომელი ქვეყნიდან, რამდენი დრო დაჰყო საიტზე და სხვა ამგვარი საკითხები. 
საიტის ანალიზისთვის დღეს-დღეობით მიმაჩნია, რომ საკუეთესო სერვისი  Google-ის მიერ წარმოებული Google Analytics-ია. Google Analytics არის უფასო სერვისი, რომელიც გვთავაზობს საიტის სრულ ანალიზს მომხმარებლის აქტიურობის შესახებ, გარდა იმისა, რომ ამ სერვისის მეშვეობით გავიგებთ როგორი პოპულარობით სარგებლობს ესა თუ ის საიტი მნახველებში, ასევე ვიხილავთ სტატისტიკის გრაფიკებს, ეს საშუალებას იძლევა შევადაროთ ჩვენი საიტის  ამჟამინდელი და ადრინდელი მდგომარეობა. 



პირადად მე მაქვს საკუთარი ბლოგი და Google Analytics-ის მეშვეობით ვიგებ, რამდენი მნახლეი ჰყავს ჩემს ბლოგს, გაიზარდა თუ არა მნახველების რაოდენობა და სხვა. 

Wednesday, March 16, 2011

ქართული საიტები

სახლში მარტო ვარ, ტელევიზორშიც არაფერია საინტერესო, ინტენეტით მეგობრებთან ლაპარაკიც მომბეზრდა, მოკლედ მოწყენილი ვარ და გადავწყვიტე რაიმე საინტერესო ფილმს ვუყურო.  არჩევანი ქართულ საიტზე შევაჩერე, კონკრეტულად allmovies.ge-ზე, რადგან ყველაზე ხშირად სწორედ ამ საიტიდან ვიწერ ფილმებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში არც ისე ბევრი საიტია, საიდანაც ლიცენზირებული ფილმის გადმოწერაა შესაძლებელი, თუმცა რამდენიმეს მაინც ჩამოვთვლი: avoe.ge, bude.ge, gol.ge და სხვ. მართალია allmovies.ge-ზე ხარისხიანი და ლიცენზირებული ფილმების შერჩევა ნაკლებადაა შესაძლებელი, მაგრამ ზემოთ ხსენებული საიტი ფილმების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სიმართლე, რომ ვთქვა, როდესაც ფილმის ყურება მსურს, ყურადღებას ვაქცევ არა იმას ლიცენზირებულია თუ არა იგი, არამედ იმას, რომ ახალი ფილმი ყოველგვარი ხარჯებისა და სახლიდან გასვლის გარეშე ვნახო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფილმის ყურება online რეჟიმშია შესაძლებელი. შეხვალ საიტზე, შეარჩევ სასურველ ფილმის, და ღილაკზე ერთი დაჭერით, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შესაძლებელია იმ ფილმების ყურება, რომელთაც პრემიერა სულ ახალი შემდგარია.




მომხმარებლებისთვის ასეთი საიტის არსებობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და მრავალი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთი გზით ხდება ფილმების არალიცენზირებულად მოხმარება, რაც დანაშაულია თავად ფილმების მწარმოებლების მიმართ, კერძოდ, ისინი კარგავენ შემოსავალს, მაგალითად ასეთი შემთხვევა მოხდა სულ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც მსგავს საიტებზე დაიდო ქართული ფილმი "გაღმა ნაპირი" და რასაკვირველია, მაყურებლების უმრავლესობამ იმის ნაცვლად, რომ  კინოთეატრებში წასულიყვნენ, საიტების მეშვეობით ყოველგვარი ხარჯების გარეშე ნახეს ფილმი. ამან კი სერიოზული ზიანი მიაყენა ფილმის შემოქმედებით ჯგუფს, მათ ვერ შეძლეს დახარჯული ხარჯების "ამოღება".
როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ახლო მომავალში შეიქმნება ორგანიზაცია, რომელიც გააკონტროლებს ამგვარ ფაქტებს, კერძოდ ფილმებისა და მუსიკების გადმოწერა ფასიანი გახდება, ხოლო "მოპარვის" შემთხვევაში მომხმარებელი დაისჯება. ეს პროექტი მალე განხორციელდება და ვნახოთ, როგორ განვითარდება, გაამართლებს თუ არა.

Wednesday, March 9, 2011

საძიებო სისტემები

XI საუკუნეში კომპიუტერი და ინტერნეტი თანამედროვე საზოგადოების განუყოფელი ნაწილი გახდა. უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ინტერნეტი განსაკუთრებით აქტუალური გახდა, ეს არის საზოგადოების ინფორმირება, უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ, ინტენეტი ინფორმაციის მოძიების საუკეთესო საშუალებაა.
დღესდღეობით ინტენეტ სივრცეში უამრავი საძიებო სისტემა არსებობს. საძიებო სისტემა არის ვებ საიტი, რომლის დანიშნულებაცაა ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. ძიება უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება მსოფლიოს ფართო ქსელში. პირველი საძიებო სისტემა იყო "Wandex". დღეისათვის იგი აღარ არსებობს. 
როგორც ზემოთ აღვნიშნე, უამრავი საძიებო სისტემა არსებობს, მაგრამ პირადად მე გამოვარჩევდი Google-ს. Google-ის მეშვეობით ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. მის რეიტინგსაც სწორედ ის განაპირობებს, რომ ყოველდღიურად Google-ის დახმარებით მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდანაა შესაძლებელი ინფორმაციის სწრაფად და სრულყოფილად მოძიება. 
ამავდროულად,  Google-ის მოხმარება ძალიან მარტივია, მომხმარებელს შეუძლია შევიდეს Google-ზე, შემდეგ შესაბამის ადგილას ჩაწეროს მისთვის საჭირო ინფორმაციის შემცველ წინადადებას ან სიტყვას და ძალიან მალე, სულ რამდენიმე წამში, პროგრამა ეკრანზე გამოიტანს საჭირო საიტებსა თუ დოკუმენტებს, სურათებსა და ვიდეოებს.
როდესაც Google-ძე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი სხვადსხვა ფუნქციები, მაგალითად, Google Chrome-ერთ-ერთი ბრაუზერი, Google Gmail - უფასო ელექტრონული ფოსტა, Google Video - საიდანაც შესაძლებელია ვიდეოების ატვირთვა და გადმოტვირთვა და სხვ.