Wednesday, March 16, 2011

ქართული საიტები

სახლში მარტო ვარ, ტელევიზორშიც არაფერია საინტერესო, ინტენეტით მეგობრებთან ლაპარაკიც მომბეზრდა, მოკლედ მოწყენილი ვარ და გადავწყვიტე რაიმე საინტერესო ფილმს ვუყურო.  არჩევანი ქართულ საიტზე შევაჩერე, კონკრეტულად allmovies.ge-ზე, რადგან ყველაზე ხშირად სწორედ ამ საიტიდან ვიწერ ფილმებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში არც ისე ბევრი საიტია, საიდანაც ლიცენზირებული ფილმის გადმოწერაა შესაძლებელი, თუმცა რამდენიმეს მაინც ჩამოვთვლი: avoe.ge, bude.ge, gol.ge და სხვ. მართალია allmovies.ge-ზე ხარისხიანი და ლიცენზირებული ფილმების შერჩევა ნაკლებადაა შესაძლებელი, მაგრამ ზემოთ ხსენებული საიტი ფილმების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სიმართლე, რომ ვთქვა, როდესაც ფილმის ყურება მსურს, ყურადღებას ვაქცევ არა იმას ლიცენზირებულია თუ არა იგი, არამედ იმას, რომ ახალი ფილმი ყოველგვარი ხარჯებისა და სახლიდან გასვლის გარეშე ვნახო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფილმის ყურება online რეჟიმშია შესაძლებელი. შეხვალ საიტზე, შეარჩევ სასურველ ფილმის, და ღილაკზე ერთი დაჭერით, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შესაძლებელია იმ ფილმების ყურება, რომელთაც პრემიერა სულ ახალი შემდგარია.




მომხმარებლებისთვის ასეთი საიტის არსებობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და მრავალი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთი გზით ხდება ფილმების არალიცენზირებულად მოხმარება, რაც დანაშაულია თავად ფილმების მწარმოებლების მიმართ, კერძოდ, ისინი კარგავენ შემოსავალს, მაგალითად ასეთი შემთხვევა მოხდა სულ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც მსგავს საიტებზე დაიდო ქართული ფილმი "გაღმა ნაპირი" და რასაკვირველია, მაყურებლების უმრავლესობამ იმის ნაცვლად, რომ  კინოთეატრებში წასულიყვნენ, საიტების მეშვეობით ყოველგვარი ხარჯების გარეშე ნახეს ფილმი. ამან კი სერიოზული ზიანი მიაყენა ფილმის შემოქმედებით ჯგუფს, მათ ვერ შეძლეს დახარჯული ხარჯების "ამოღება".
როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ახლო მომავალში შეიქმნება ორგანიზაცია, რომელიც გააკონტროლებს ამგვარ ფაქტებს, კერძოდ ფილმებისა და მუსიკების გადმოწერა ფასიანი გახდება, ხოლო "მოპარვის" შემთხვევაში მომხმარებელი დაისჯება. ეს პროექტი მალე განხორციელდება და ვნახოთ, როგორ განვითარდება, გაამართლებს თუ არა.

3 comments:

  1. dzalian kargi statiaa, dzaan momecona:*:*:*:*

    ReplyDelete
  2. dzaaaan momecona martla dzalian kargi statiaa :*

    ReplyDelete
  3. momecona posti dzaan :) ;* me isedac torrentidan vicer pilmebs da tu ginda sulac gauuqmebiat qartuli saitebi :P

    ReplyDelete