Wednesday, February 2, 2011

ოპერაციული სისტემები

ოპერაციული სისტემა სპეციალური კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც მართავს ურთიერთობას სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამულ პაკეტებს (software), ასევე კომპიუტერის სისტემის შემადგენელ მოწყობილობასა (hardware) და ამ სისტემის მომხარებელს შორის.
არსებობს 5 ოპრეაციული სისტემა, ესენია: Dos, Macintosh, Windows, Linux, Unixs. Macintosh – სისტემები ძირითადად განკუთვნილია საშინაო, საგანმნათლებლო და სახვითი ხელოვნების პროფესიული ბაზრებისთვის, , Linux – წარმოადგენს მრავალფუნქციურ მძლავრ უფასო ოპერაციულ სისტემას, Dos – სისკური ოპერაციული სისტემა, Windows – არის დღეისათვის შექმნილი ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა, შექმნილი კომპანია Microsoft–ის მიერ.გარდა ამისა, ინტერნეტ გიგანტმა – Google- წარმოადგინა კომპიუტერების ოპერაციული სისტემის საკუთარი ვერსია – Chrome OS.
სისტემა დაფუძნებულია ღია საწყის კოდზე, თავდაპირველად გამიზნული იქნება ძირითადად ინტერნეტში სამუშაოდ ორიენტირებულ, იაფფასიან ნოუთბუქებში გამოსაყენებლად.




პირადად მე ვიყენებ Windows და მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგი ოპერაციული სისტემაა. იგი ლიდერი ოპერაციული სისტემაა ქართულ ბაზარზე. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არალიცენზირებული Windows-ით სარგებლობა. ეს მხოლოდ მოსახლეობის ბრალი არ არის, რადგან თვით Microsoft-ის ქართული პარტნიორი კომპანია, რომელიც სისტემის გაქართულებას ახორციელებდა,   მომხმარებლებს არალიცენზირებულ ვერსიებს სთავაზობს.

No comments:

Post a Comment