Wednesday, February 16, 2011

ქართული შრიფტები

შრიფტი  _ ასო-ნიშანთა მოხაზულობის გრაფიკული გამოსახულება, რომელიც ერთიანი სტილისტური და კომპოზიციური სისტემის ნაწილს შეადგენს. შრიფტი ძირითადად შედგება ანბანის ასოების, ციფრებისა და პუნქტუაციური ნიშნებისგან. შრიფტი შეიძლება ასევე შეიცავდეს იდეოგრამებსა და სიმბოლოებს.
კლავიატურის დრაივერი შეიცავს ცხრილს რომელიც განსაზღვრავს თუ რომელ კლავიშზე რა სიმბოლოა განლაგებული ხოლო შრიფტი შეიცავს ცხრილს რომელიც განსაზღვრავს სიმბოლოს შესაბამის გამოსახულებას.


დღეისათვის ქართული შრიფტები შეგვიძლია პირობითად დავყოთ 3 ძირითად ტიპად - 1) არაალტერნატიული შრიფტები, 2) ალტერნატიული 8 ბიტიანი შრიფტები, 3) უნიკოდ შრიფტები;

არაალტერნატიული შრიფტში ქართული ასოები არის ინგლისური ასების მაგივრად და შესაბამისად ეს შრიფტი შეიცავს მხოლოდ ერთი ენის - ქართულის შესაბამის ასოებს და სიმბოლოებს. ამ შრიფტის დადებითი მხარე არის ის რომ მის გამოყენებას არ ჭირდება არანაერი ენობრივი მხარდაჭერა, იქ სადაც მუშაობს ინგლისური შრიფტი, იმუშავებს არაალტერნატიულიც, თუმცა ამ შრიფტს გააჩნია უარყოფითი მხარეებიც, კერძოდ, შეუძლებელია ამ შრიფტით ერთდორულად ლათინური და ქართული სიმბოლოების გამოყენება, ასევე შეუძლებელია ასეთ ტექსტში სრულყოფილი ძებნის და სორტირების გამოყენება, იმის გამო რომ ინგლისური დიდი და პატარა ასოები ძებნისას განიხილება როგორც იდენტური; არალტერნატიული შრიფტების მაგალითებია აკადნუსხური და სხვ. 

ალტერნატიულ შრიფტების უმეტესობა იყენებს კოდირებას GESCII რომელიც დამტკიცებულია სტანდარტიზაციის დეპარტამენტთან არსებული სტანდარტიზაციის კომიტეტში და ამ სტანდარტმა ტავის დროზე დადებითი როლი ითამაშა არაალტერნატიული შრიფტების ჩანაცვლებაში. ასეთი შრიფტების მაგალითებია geo_arial, geo_times და ა.შ.

უნიკოდ შრიფტებში ყველა ზემოთხსენებული პრობლემა არის აღმოფხვრილი, იგი რეკომენდირებულია ყველა იმ შემთხვევაში როდესაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია, დღეისათვის მაიკროსოფტის მიერ წარმოებული ყველა მასიური პროდუქტი უზრუნველყოფს უნიკოდ კოდირებით მუშაობას და უნიკოდ ფონტების გამოყენებას. უნიკოდის დღევანდელი ვერსია შეიცავს ქართულ ანბანს და ამიტომ ქართუილთან პრობლემები არ იქნება უნიკოდის გამოყენებისას. უნიკოდ შრიფტის მაგალითია Sylfaen .

თანამედროვე ბეჭდურ წიგნებსა და გამოცემებში ძირითადად მხედრულის საფუძველზე შექმნილი შრიფტებია გამოყენებული.ქართული დამწერლობის ასახვა კომპიუტერულ სისტემებში ქართული დამწერლობა კომპიუტერულ სისტემებში უნიფიცირებულიაუნიკოდი“- (Unicode) სტანდარტის მიხედვით, რომელშიც ასომთავრული, ნუსხური და მხედრული აღიარებულია დამოუკიდებელ ქართულ დამწერლობებად და სწორედ მათთვის და მხოლოდ მათთვის მისაკუთრებული ოთხნიშნა კოდები გააჩნიათ. დღეისათვის ყველაზე გავრცელებული ქართული კომპიუტერული შრიფტებია BPG, Sylfaen და სხვა. ტექსტი, რომელსაც ახლა თქვენ კითხულობთ, ერთ-ერთი ქართული კომპიუტერული შრიფტითაა შესრულებული.






1 comment: